გულმოდგინე მუშაობის 9 ტრენინ-დღის შემდეგ დასრულდა ჩვენი ტრენინგი. დავსრულეთ ბლოგებზე მუშაობა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი გავაფორმეთ სხვადასხვა აპლიკაციებით. ბოლოს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. მადლობა ტრენერს, მაია ჯოხაძეს, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ჩვენი ცოდნის დონის ამაღლებისთვის. ძალიან კარგი და შეხმატკბილებული ჯგუფი გვქონდა. მადლობა, გოგონებო, ყველას ამ სასიამოვნო 9 დღისთვის. მომავალ შეხვედრამდეეეეეეეეეე......
წმ. სერაფიმ საროველის მადლი გფარავდეთ ყველას!
თამარ ყოჩიაშვილი
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, 6 June 2015
Sunday, 31 May 2015
მერვე დღის რეფლექსია - 31.05.2015 წ.
დღეს შევავსეთ ფასილიტაციის კითხვარი, ავტვირთეთ drive-ზე და ჩავსვით ბლოგში. მიუხედავად ნაყოფიერი მუშაობისა, მაინც უკმაყოფილო ვარ. :((
Saturday, 30 May 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია - 30.05.2015 წ.
დღეს ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. ბლოგზე დავამატეთ ახალი ფურცლები და მისამართები. საინტერესო იყო ყველაფერი. მზემ ისე დაფარა ჩემი კომპიუტერი, ვეღარაფერს ვხედავ. მივიღეთ ახალი დავალებები, ხვალისთვის ბევრი საქმე გვაქვს. ნახვამდიიიიიის :))
Sunday, 17 May 2015
მეექვსე დღის რეფლექსია - 17.05.2015 წელი
დღეს ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ Google drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევავსეთ გეგმის შაბლონის ნაწილი. მივიღეთ დავალებები. მომავალ შეხვედრამდეეეეეეე...
Saturday, 16 May 2015
მეხუთე დღის რეფლექსია - 16.05.2015 წელი
დღეს ძალიან შრომატევადი ტრენინგი გვქონდა. შევავსეთ პროექტის გეგმა და ავაწყეთ პროექტის პრეზენტაცია. ავტვირთეთ Google drive-ზე და შემდეგ გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. თუმცა მაიკო მაინც მეტს მოითხოვს ჩვენგან. ნახვამდის... ხვალამდე :)
Subscribe to:
Posts (Atom)