Saturday, 6 June 2015

მე-9 დღის რეფლექსია - ტრენინგის დასრულება - 6.06.2015 წ.

გულმოდგინე მუშაობის 9 ტრენინ-დღის შემდეგ დასრულდა ჩვენი ტრენინგი. დავსრულეთ ბლოგებზე მუშაობა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი გავაფორმეთ სხვადასხვა აპლიკაციებით. ბოლოს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. მადლობა ტრენერს, მაია ჯოხაძეს, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა  ჩვენი ცოდნის დონის ამაღლებისთვის. ძალიან კარგი და შეხმატკბილებული ჯგუფი გვქონდა. მადლობა, გოგონებო, ყველას ამ სასიამოვნო 9 დღისთვის. მომავალ შეხვედრამდეეეეეეეეეე......
       წმ. სერაფიმ საროველის მადლი გფარავდეთ ყველას!


Sunday, 31 May 2015

მერვე დღის რეფლექსია - 31.05.2015 წ.

დღეს შევავსეთ ფასილიტაციის კითხვარი, ავტვირთეთ drive-ზე და ჩავსვით ბლოგში. მიუხედავად ნაყოფიერი მუშაობისა, მაინც უკმაყოფილო ვარ. :((

Saturday, 30 May 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია - 30.05.2015 წ.

დღეს ძალიან დატვირთული  დღე გვქონდა. ბლოგზე დავამატეთ ახალი ფურცლები და მისამართები. საინტერესო იყო ყველაფერი. მზემ ისე დაფარა ჩემი კომპიუტერი, ვეღარაფერს ვხედავ. მივიღეთ ახალი დავალებები, ხვალისთვის ბევრი საქმე გვაქვს. ნახვამდიიიიიის :))

Sunday, 17 May 2015

მეექვსე დღის რეფლექსია - 17.05.2015 წელი

დღეს ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ Google drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევავსეთ გეგმის შაბლონის ნაწილი. მივიღეთ დავალებები. მომავალ შეხვედრამდეეეეეეე...

მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, 16 May 2015

მეხუთე დღის რეფლექსია - 16.05.2015 წელი

დღეს ძალიან შრომატევადი ტრენინგი გვქონდა. შევავსეთ პროექტის გეგმა და ავაწყეთ პროექტის პრეზენტაცია. ავტვირთეთ Google drive-ზე და შემდეგ გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. თუმცა მაიკო მაინც მეტს მოითხოვს ჩვენგან. ნახვამდის... ხვალამდე :)

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, 10 May 2015

მეოთხე დღის რეფლექსია - 10.05.2015 წელი

დღევანდელის დღის დიდი ნაწილი ბუკლეტის გაკეთებას და გალამაზებას დავუთმე. შევავსე პროექტის გეგმის შაბლონის ნაწილი.შემდეგ ეს ყველაფერი ჩავწერე ჩემს ფოლდერში და ავტვირთე Google drive-ზე. ნახვამდის მაიკო, მომავალ შაბათამდე.


ბუკლეტის ნიმუში

https://docs.google.com/document/d/1lXInV0JpQEmhZjWDLxnZkNY5DpMGJJ_nVJ_IoLXc6cI/pub

Saturday, 9 May 2015

მესამე დღის რეფლექსია - 9.05.2015 წ.

 დღეს განვიხილეთ ჯგუფის ყველა წევრის პროექტების თემები. დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.შევავსეთ პროექტის გეგმის ნაწილი და გადავიტანეთ ბლოგზე. ასევე მოვახდინეთ სახელმძღვანელოში ჩანიშვნები და გავგზავნეთ ჩვენს ელ.ფოსტაზე. დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ნახვამდის... ხვალამდე...

პროცენტები და ოჯახის ბიუჯეტი

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რისთვის გვჭირდება ფული?
თემატური კითხვები
  • როგორ ვმართოთ ჩვენი ფინანსები?
  • რაში ვხარჯავთ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს?

შინაარსობრივი კითხვები
  • რა არის პროცენტი?
  • როგორ გამოვითვალოთ პროცენტი?
  •  

Thursday, 7 May 2015

მეორე დღის რეფლექსია - 2.05.2015 წელი

დღეს ჩვენი პროექტის თემა უნდა მოვიფიქროთ. მე გადავწყვიტე გავაკეთო პროექტი თემაზე: ,,პროცენტები და ოჯახის ბიუჯეტი". კიდევ, ჩვენმა ტრენერმა დაგვავალა პროექტის საინფორმაციო ბუკლეტის შედგენა. ხელით მონახაზი გავაკეთე, შემდეგ დღეებში ელექტრონულად შევასრულებ. ტრენინგი ძალიან საინტერესოა, ტრენერი - სასიამოვნო. ველოდები შაბათს...